ბელარუსში ჯორჯ ორუელის „1984-ის“ გაყიდვა აიკრძალა – მედია

ბელარუსში ჯორჯ ორუელის წიგნის „1984-ის“ გაყიდვა აიკრძალა – ინფორმაციას ადგილობრივ გამოცემა „ნაშა ნივაზე“ დაყრდნობით „Настоящее Время“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, წიგნი პირველად ბელარუსულ ენაზე 1992 წელს ითარგმნა. 2020 წელს კი რომანი ხელახლა გამოსცა ანდრეი იანუშკევიჩის საგამომცემლო სახლმა. ახალი ტირაჟი 2021 წელსაც გამოიცა. 16 მაისს, ბელარუსში წიგნის მაღაზია „კნიგაუკას“ ჩხრეკის შედეგად ანდრეი იანუშკევიჩი დააკავეს და 200 წიგნი ამოიღეს. სამართალდამცავი ორგანოები გამომცემლობის დაფინანსების წყაროების შემოწმებასაც აპირებენ.

ბელარუსის სახელმწიფო ქსელ „ბელინკაში“ დისტოპიური რომანი გაყიდვის მიხედვით, მე-4 ადგილზე იყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share