მედლების ცვენა ძალოსნობის ჩემპიონატიდან

ძალოსნობაში გელა მარგველიანის სახელობის გარდამავალი თასით, სხვადასხვა წონით კატეგორიაში ( ცხრიდან თექვსმეტ წლამდელთა შორის) რაიონული პირველობა გაიმართა.
ასპარეზობა ოზურგეთის სპორტის სასახლეში გაიმართა და მასში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის – სპორტულ გამაჯანსარებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ძალოსნობის სექციის სპორტსმენებმა, მათ შორის გოგონებმა მიიღეს.
უნდა ითქვას , რომ პირველი ასპარეზობის შემდეგ ძალოსანთა გუნდი მობილიზებული და შეჯიბრისთვის კარგად მომზადებული გამოვიდა.
შედეგიც შესაბამისი დაიდო და ჩემპიონატზე 12 ოქრო, 5 ვერცხლი და 2 ბრინჯაო გაიცა.
ტურნირის გამორჩეული ძალოსნები, რომლებმაც საუკეთესო შედეგები აჩვენეს მარიამ გველუკაშვილი და ზუკა ტაკიძეა. მათ ოქროს მედლები და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. ძალოსანმა გოგონამ თავის ასაკში რეკორდი მოხსნა და 41 კგ აზიდა. ზუკა ტაკიძემ კი 67 კგ.
🥇საბა ღლონტი ( 34კგ) I ადგილი
🥇ზურა გელუკაშვილი ( 37კგ) I ადგილი
🥇ნუცა ყაზაიშვილი (37კგ) I ადგილი
🥇გიორგი თოდრია ( 41 კგ) I ადგილი
🥈სანდრო ტაკიძე ( 41კგ) II ადგილი
🥇 გიორგი კეჭაყმაძე ,( 45კგ) I ადგილი
🥇გეგა ონწკირველი ( 49კგ) I ადგილი
🥈 ნიკა ჩანტლაძე ( 49) II ადგილი
🥈რეზო ანანიძე ( 55კგ,) II ადგილი
🥉მინდია ბერიძე ( 55კგ) III ადგილი
🥇შოთა დუმბაძე ( 55კგ) I ადგილი
🥇საბა ტაკიძე ,( 61 კგ) I ადგილი
🥇არჩილ დუმბაძე ( 61) I ადგილი
🥈გოგა ინწკირველი ( 67კგ) II ადგილი
🥉ოთარ გოგოტიშვილი ( 78კგ) III ადგილი
🥇გია პატარავა ( 78კგ) I ადგილი
🥈კობა ყაზაიშვილი ( 78კგ) II ადგილი
ტურნირში მონაწილე სპორტსმენებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.
 ძალოსნები ასპარეზობისთვის მწვრთნელებმა : მექი ლიპარტელიანმა, ლაშა ონიანმა, ჯუმბერ და თემურ ღლონტებმა მოამზადეს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share