”ჩვენი ადგილი ვიცოდეთ..ნუ მივძვრებით იქ, სადაც არ არის საჭირო ჩვენი ზედმეტად შეძრომა” – თათული დოლიძე რუსეთ-უკრაინის ომზე

„ხომ ხედავთ, ყველა როგორ უფრთხილდება თავის ქვეყანას! არავის უნდა, პირდაპირი დახმარების სურვილი გამოთქვას… თავიანთ მოსახლეობას უფრთხილდებიან, არ სურთ, თანამოქალაქეები დაეხოცოთ და ქვეყანა დაენგრეთ! ჩვენც ამ მხრივ, მგონი, ცოტა მეტი ჭკუა გვმართებს… მშვიდად, წყნარად ვიყოთ, ჩვენს თავს მოვუაროთ და ნუ მივძვრებით იქ, სადაც არ არის საჭირო ზედმეტად ჩვენი შეძრომა! ვიცი, რომ საქართველოში არის პარტია, რომელიც ჩემი ამ მოწოდების წინააღმდეგია, მაგრამ მე მათი აზრი საერთოდ არ მაინტერესებს!“ – ამბობს რუსთაველის თეატრის მსახიობი თათული დოლიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

შეკითხვაზე, წარმოიდგენდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყებოდა, მიუხედავად ძალიან დაძაბული ვითარებისა? მსახიობი პასუხობს:

„წარმოდგენით ადამიანმა ყველაფერი შეიძლება წარმოიდგინო… რაც ხდება, თითქოს, მთელი მსოფლიო ამაშია ჩართული, მაგრამ ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ამ კოშმარს ბოლო არ უჩანს. არ ვიცი, საით მიდის ეს ყველაფერი, ცოტა არ იყოს, ზოგჯერ გაუგებარი განცხადებებიც კეთდება, ყველასგან… სხვათა შორის, ყველაზე ნაკლებად ჩვენგან, ეს მინდა, მკაფიოდ ვთქვა! რასაც ვხედავ, იმას ვამბობ, თორემ მე არ მაქვს სამხედრო განათლება, რამე შეფასებები დავდო…“ – ამბობს თათული დოლიძე.

მისივე თქმით, ეს ომი არ არის მხოლოდ უკრაინის და რუსეთის გადასაწყვეტი, მსოფლიომ უნდა გადაწყვიტოს.

„პოლიტიკოსი არ გახლავართ, ერთადერთი, რაც მინდა, მსოფლიო დამშვიდდეს… მსოფლიომ უნდა გადაწყვიტოს, ეს ომი არ არის მხოლოდ უკრაინის და რუსეთის გადასაწყვეტი. მთელი მსოფლიო ერთმანეთზე გადახლართულ-გადაბმულია! ახლა ძალიან ძნელია დასკვნების გამოტანა, როცა პირდაპირ ვუყურებთ ამ საშინელებას. გავა ცოტა დრო და, ალბათ, ყველაფერი დალაგდება… ერთადერთი, რასაც აღარ ეშველება, დაღუპული ხალხია… ეს არის კატასტროფა! ყველა ძალიან ცოდვაა, ვინც შეეწირა, მაგრამ ამდენი ბავშვის მსხვერპლი პირდაპირ გაუგონარი რამაა… ხომ ხედავთ, ყველა როგორ უფრთხილდება თავის ქვეყანას! არავის უნდა პირდაპირი დახმარების სურვილი გამოთქვას… თავიანთ მოქალაქეებს უფრთხილდებიან, არ სურთ, თანამოქალაქეები დაეხოცოთ და ქვეყანა დაენგრეთ! ჩვენც ამ მხრივ, მგონი, ცოტა მეტი ჭკუა გვმართებს… მშვიდად, წყნარად ვიყოთ, ჩვენს თავს მოვუაროთ და ნუ მივძვრებით იქ, სადაც არ არის საჭირო ჩვენი ზედმეტად შეძრომა!

ვინც მოხალისეები არიან, ასეთი ხალხი ყოველთვის იყო და იქნებიან, ეს მათი მოწოდებაა… რა თქმა უნდა, ისინი დიდ პატივისცემას იმსახურებენ! ისინი უჩუმრად, არავითარ რეკლამას არ იკეთებენ, არც ვიცით, რა გზებით ჩადიან და თავიანთ საქმეს აკეთებენ! ეს მათი პროფესიაა! დანარჩენებმა ჯობია, ჩვენი ადგილი ვიცოდეთ, ჩვენს საქმეს მივხედოთ და ზედმეტად თვალებში ნუ მოვხვდებით ვინმეს! ვიცი, რომ საქართველოში არის პარტია, რომელიც ჩემი ამ მოწოდების წინააღმდეგია, მაგრამ მე მათი აზრი საერთოდ არ მაინტერესებს!“ – ამბობს მსახიობი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share