ოკუპანტებმა 1 377 925 უკრაინელის იძულებითი დეპორტაცია მოახდინეს

რუსმა ოკუპანტებმა, თავიანთ ტერიტორიაზე 1 377 925 უკრაინელის იძულებითი დეპორტაცია განახორციელეს, მათ შორის 232 480 ბავშვის – ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა telegram არხზე ავრცელებს.

დენისოვა წერს, რომ მათ აიძულებენ ავტობუსებში ასვლას და ეუბნებიან, რომ გადაიყვანენ ბეზიმენში, ნოვოაზოვსკის რაიონში არსებულ ე.წ “ფილტრაციის ბანაკში”, შემდეგ კი რუსეთში.

“21 მაისის დილის მდგომარეობით, რუსეთმა თავის ტერიტორიაზე 1 377 925 ადამიანის დეპორტაცია მოახდინა, მათ შორის 232 480 ბავშვი”, – წერს დენისოვა

მისივე თქმით,  კრემლის განცხადებები უკრაინელების სავარაუდო ნებაყოფლობით გადასახლების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება და ეს წინასწარ დაგეგმილი უკანონო დეპორტაციის უდავო მტკიცებულებებია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share