“ოცნების ქალაქის” 400-მდე ოჯახს ელექტროენერგია ჩაუჭრეს

ხმაური იყო ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში, სადაც 400-მდე ოჯახს ელექტროენერგია ჩაუჭრეს.

ადგილობრივების თქმით, პრემიერისა და აჭარის მთავრობის მეთაურის დაპირება, რომ სოციალურად დაუცველებს ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა არ მოუწევდათ, შეუსრულებელ დაპირებად დარჩა.

“პრემიერს რომ ვუთხარით, რომ ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან, არც მერია გვაქცევს ყურადღებას. თორნიკე რიჟვაძემ გვითხრა, რომ მაგ საქმესო კონტროლზე ავიყვანო. 5 თვე დენი აღარ გათიშეს. დაიმედებული ვიყავით, მშვიდად ვცხოვრობდით და ვნახულობთ, რომ 80 000 ლარი გვაქვს უკვე ვალი. შეთანხმებას მივაღწიეთ 20 000 ლარზე, ავაგროვეთ ეს ფული, მაგრამ დაგვიბლოკეს ყველა ნომერი”,- აღნიშნა ადგილობრივმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share