“რამზან კადიროვი თავისი ხალხის სიცოცხლის ფასად, პუტინს ერთგულებას უმტკიცებს”

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს, რამ­ზან კა­დი­როვს მო­უ­წო­დე­ბენ უკ­რა­ი­ნის ომში და­ღუ­პუ­ლი ჩე­ჩე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბის რე­ა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა და­ა­სა­ხე­ლოს. მათი ცნო­ბით, კა­დი­როვ­მა უკ­რა­ი­ნის ომში უამ­რა­ვი სამ­ხედ­რო გაგ­ზავ­ნა მო­ხა­ლი­სედ და პრი­ვი­ლე­გი­ებ­საც შეჰ­პირ­და, თუმ­ცა ბოლო დღე­ბია არც იქ მყო­ფებ­ზე, არც და­ღუ­პუ­ლებ­სა და მათ ოჯა­ხებ­ზე არა­ფერs ამ­ბობს.

kavkaz-uzel.eu ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­დი­რო­ვის გან­ცხა­დე­ბით, ომში, მხო­ლოდ პირ­ველ ეტაპ­ზე, 3 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და, მათ­გან 600 მო­ხა­ლი­სე იყო, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ პე­რი­ო­დუ­ლად კა­დი­რო­ვი, რო­გორც ჩეჩ­ნე­თის, ასე­ვე, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის და­ნარ­ჩე­ნი რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან ჯა­რის­კა­ცებს გზავ­ნის. შე­სა­ბა­მი­სად, კა­დი­რო­ვის დუ­მი­ლი იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის და­მალ­ვა შემ­თხვე­ვი­თი არაა.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, კა­დი­როვ­მა უკ­რა­ი­ნის ომში და­ღუ­პუ­ლე­ბის “გმი­რო­ბის ორ­დე­ნი” მათ ახ­ლობ­ლებს გა­დას­ცა, თუმ­ცა მათ შო­რის არ ყო­ფი­ლა უამ­რა­ვი ჩე­ჩე­ნი, რო­მელ­თა მო­ძი­ე­ბა­საც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი დიდი ხა­ნია ითხო­ვენ, თუმ­ცა მათი კვა­ლი არ ჩანს.

კა­დი­რო­ვი რუ­სულ მე­დი­ას­თან აცხა­დებ­და, რომ ჩეჩ­ნე­თი­დან ბოლო ნა­კა­დი 18 მა­ისს გა­უშ­ვა – “200 მო­ხა­ლი­სე უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში ჩა­ერ­თო, თუმ­ცა მათი უმე­ტე­სო­ბა რუ­სია”, – ამ­ბობ­და ის РИА Новости-სთან სა­უ­ბარ­ში.

13 მა­ისს უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა ასო­ცი­ა­ცია “Вайфонд” წერ­და, რომ ჩეჩ­ნეთ­ში მათ ყო­ველ­დღი­უ­რად ათო­ბით ადა­მი­ა­ნი უკავ­შირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბის­თვის და სთხოვს, ჩეჩ­ნე­თი­დან, ზოგ­დად, რუ­სე­თი­დან გაქ­ცე­ვა­ში და­ეხ­მა­როn, რათა უკ­რა­ი­ნის ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თა­ვი­დან აი­რი­დონ.

“ისი­ნი ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ არი­ან არი­ან, “კა­დი­როვ­ცე­ბი” ყვე­ლას, სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, მას­წავ­ლებ­ლებს, ლექ­ტო­რებს, ერ­თნა­ი­რად აი­ძუ­ლე­ბენ უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლას. მე­ტიც, მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ შშმ პი­რე­ბიც”, – წერს ასო­ცი­ა­ცია.

მა­თი­ვე ცნო­ბით, იძუ­ლე­ბით კონ­ტრაქტს, რო­მელ­საც სამ­ხედ­რობს თუ ე.წ. მო­ხა­ლი­სე­ებს ხელს აწე­რი­ნე­ბენ, იუ­რი­დი­უ­ლი ძალა არ აქვს. ამის შე­სა­ხებ, “ჯა­რის­კაც­თა დე­დე­ბის საბ­ჭოს კო­მი­ტე­ტის” პრესმდი­ვა­ნი ვა­ლენ­ტი­ნა მელ­ნი­კო­ვა აცხა­დებს. კი­დევ ერთი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის, არ­ტემ მუ­გუ­ნი­ან­ცის თქმით, ეს არის ფა­რუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის კი­დევ ერთი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი, რო­მელ­ზეც ხმა­მაღ­ლაც სა­უ­ბარ­საც, ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ვინ ბე­დავს.

გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში, სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი, გე­ნა­დი გუდ­კო­ვი ამ­ბობს, რომ გუ­დერ­მე­სი, სა­დაც კა­დი­რო­ვის ცნო­ბით, “ჩე­ჩე­ნი მე­ომ­რე­ბი სა­უ­კე­თე­ოს სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბას გა­დი­ან, სი­ნამ­დვი­ლე­ში, სა­ერ­თოდ ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მო­ხა­ლი­სე­ე­ბის მომ­ზა­დე­ბის სტან­დარ­ტებს.”

კავ­კა­სი­ე­ლი ხალ­ხე­ბის ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტის, რუს­ლან კუ­ტა­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, “ირი­ბად, მაფ­რამ ძა­ლით გაწ­ვე­ვა ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­შია და­წყე­ბუ­ლი, რაც კა­დი­რო­ვის მხრი­დან პუ­ტი­ნი­სად­მი გა­მო­ხა­ტუ­ლი უპი­რო­ბო ერ­თგუ­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვაა…”

“ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ძა­ლი­ან დიდი ადა­მი­ა­ნუ­რი და­ნა­კარ­გი გვაქვს. მაგ­რამ ამა­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბარს ვე­რა­ვინ ბე­დავს, არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვე­უბ­ნე­ბა, თუმ­ცა არ ვაპ­რო­ტეს­ტებთ. არა­და, ამა­ზე უა­რე­სი რა უნდა მოხ­დეს, არ ვი­ცით”, – წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

სხვე­ბის თქმით, “დიდი ალ­ბა­თო­ბით, არც კი არ­სე­ბობს რე­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია გაწ­ვე­უ­ლი უკ­რა­ი­ნის ომში და რამ­დენ­მა შეძ­ლო დაბ­რუ­ნე­ბა.”

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი და­ღუ­პუ­ლია, მაგ­რამ კა­დი­რო­ვი მა­ინც კმა­ყო­ფი­ლია, რად­გან პუ­ტი­ნის გა­რე­მოც­ვა­ში, რო­მელ­თა მი­მარ­თაც “რუ­სე­თის მეფე” ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია, ერ­თგუ­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბა შე­უძ­ლია, ოღონდ თა­ვი­სი ხალ­ხის სი­ცო­ცხლის ფა­სად.”

ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share