თქვენ არ ხართ მარტო – ბორის ჯონსონი უკრაინელ ბავშვებს ღია წერილით მიმართავს

“თქვენ არ ხართ მარტო” – დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი, ღია წერილს აქვეყნებს და უკრაინელ ბავშვებს მიმართავს. ჯონსონი წერს, რომ ისინი მარტო არ არიან და დიდი ბრიტანეთი მათ არასდროს დაივიწყებს.

ჯონსონი წერს, რომ უკრაინელმა ბავშვებმა უნდა იამაყონ მათი მშობლებით, ოჯახებით, ჯარისკაცებით და ყველაზე მეტად საკუთარი თავით.

“ბევრმა თქვენგანამ ნახა ან განიცადა ის, რისი მოწმეც არცერთი ბავშვი არ უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, ყოველდღე უკრაინელი ბავშვები ყველას გვასწავლიან, თუ რას ნიშნავს იყო ძლიერი და ღირსეული, თავი მაღლა აწიო ყველაზე რთულ დროსაც კი, არ ვიცი რა შეიძლება იყოს უკეთესი მისაბაძი მაგალითი ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის”, – წერს ჯონსონი.

UNICEF-ის მონაცემებით, ორი მილიონი ბავშვი იძულებული გახდა დაეტოვებინა უკრაინა, მათგან ნახევარზე მეტი პოლონეთში ჩავიდა.

“თქვენ არ ხართ მარტო. შეიძლება სახლში მეგობრებს დაშორდეთ, მაგრამ მილიონობით სხვა გყავთ მთელ მსოფლიოში. აქ, გაერთიანებულ სამეფოში, ჩვენ ვფენთ უკრაინის დროშებს ჩვენი სახლებიდან, ოფისებიდან, ეკლესიებიდან, მაღაზიებიდან და სათამაშო მოედნებიდან, თუნდაც ჩემი სახურავიდან დაუნინგ სტრიტზე, , სადაც ფანჯრები ივსება ბრიტანელი ბავშვების მიერ დახატული მზესუმზირით. ჩვენი ახალგაზრდები კლასებში ხატავენ თქვენს დროშას და აკეთებენ ლურჯ და ყვითელ სამაჯურებს თქვენი ქვეყნის მხარდასაჭერად”, – წერს ჯონსონი. 

მისი განცხადებით, სჯერა, რომ უკრაინა მოიგებს ამ ომს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share