საქართველოში შესაძლოა, კიდევ ერთი უქმე დღე დაწესდეს – წინადადებას პარლამენტი განიხილავს

საქართველოში შესაძლოა, კიდევ ერთი უქმე დღე დაწესდეს. აღნიშნულს გულისხმობს საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი.

რაც შეეხება შინაარს, საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს, რომ 1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის დღე, ოფიციალურად უქმე დღედ გამოცხადდეს.

წინადადება თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს (თენგიზ მთვარელიშვილი) ეკუთვნის. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, მისი განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა. მიღებული გადაწყვეტილება კი კომიტეტმა კვლავ ბიუროს უნდა აცნობოს.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share