”არსებობს წინასწარმეტყველება კიევის რუსეთის გაძლიერებაზე, ბევრს კი ეს მოსკოვის რუსეთში ერევა”- შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები

”უკვე აშკარაა, რომ კიევის რუსეთი უძლიერესი სახელმწიფო გახდება მალე.. ამას ამბობენ წმინდანები..ბევრს კი ერთმანეთში ეშლება კიევის რუსეთი და მოსკოვის რუსეთი..წმინდანები წინასწარმეტყველებენ კიევის რუსეთის სიძლიერეზე და ეს მოხდება” – ამის შესახებ შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა “გურიის მოამბესთან” საუბარში განაცხადა:

“მე ერთ რამეს გეტყვით ახლა..ბევრ სასულიერო და საერო პირსაც ეშლებათ ერთი რამ:  არსებობს მოსკოვის რუსეთი და არსებობს კიევის რუსეთი. არის წინასწარმეტყველება  იმის შესახებ , რომ რუსეთი ძლიერ და უძლეველ სახემწიფოდ ჩამოყალიბდება, მაგრამ ეს არის კიევის რუსეთი  და არა მოსკოვის რუსეთი. აი ეს ეშლებათ. ამ ადამიანებმა არასწორად გაიგეს ეს წინასწარ მეტყველება.. მოსკოვის რუსეთი ვერ გახდება ვერასდროს ძლიერი სახელმწიფო .. ნელ-ნელა ეს იმპერია განადგურდება. სამაგიეროდ, აშკარად ჩანს, რომ კიევის რუსეთი გაძლიერდება და წინ წავა. ის მამები და წმინდანები, რომლებიც ამის შესახებ წინასწარმეტყველებენ, არიან კიევო პეჩორის ლავრაში დასაფლავებულები, ასობით წმინდანი.. და ისინი წინასწარმეტყველებენ კიევის რუსეთზე და უკვე აშკარაა, რომ კიევის რუსეთი უძლიერესი სახელმწიფო გახდება მალე.. ამას ამბობენ წმინდანები..ბევრს კი ერთმანეთში ეშლება კიევის რუსეთი და მოსკოვის რუსეთი” – განაცხადა მეუფე იოსებმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share