ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილი ვლადიმერ ჟირინოვსკის ვაჟმა, იგორმა გვარი შეიცვალა. ამჯერად მისი ახალი სახელი დავიდ გარსიაა. როგორც ირკვევა, ყოფილი დეპუტატის ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება. ჟირინოვსკის ვაჟი შიშობს, რომ სანქციები მასაც შეეხება.
საინტერესოა, რომ იგორს მამასთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ის ჟირინოვსკის დაკრძალვასაც არ დასწრებია.