პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში – ამ სათაურით სტატიას აქვეყნებენ ამერიკის გავლენიანი დიპლომატები და შეერთებულ შტატებს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.
ვრცელ პუბლიკაციაში იან კელი და დევიდ კრამერი ქართული ოცნების პოლიტიკურ ნაბიჯებს აფასებენ და წერენ, რომ ივანიშვილის გუნდი მხოლოდ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესით მოქმედებს რაც ქვეყანას სულ უფრო და უფრო აშორებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
სტატიაში ყოფილი დიპლომატები ნიკა გვარამიას დაკავებასაც ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს ავტორიტარიზმისკენ მიმავალ გზაზე.