“უკრაინამ მიიღო საკმარისი რაოდენობის გემსაწინააღმდეგო რაკეტა Harpoon-ი, რათა თავდაცვისას რუსეთის მთელი შავი ზღვის ფლოტი ჩაძიროს”

უკრაინამ მიიღო საკმარისი რაოდენობის გემსაწინააღმდეგო რაკეტა Harpoon-ი იმისთვის, რომ თავდაცვითი მოქმედებებისას ჩაძიროს რუსეთის მთელი შავი ზღვის ფლოტი,- ამის შესახებ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ სერგეი ბრატჩუკმა „ტელეგრამის“ გვერდზე განაცხადა.

მან ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავს გემსაწინააღმდეგო რაკეტის გამოყენებას. ბრატჩუკის განმარტებით, Harpoon-ს რაკეტის ეფექტურობის დემონსტრირება მოხდა როგორც საცდელი გაშვებისას, ისე საომარ პირობებში.

ამერიკელ სპეციალისტებზე დაყრდნობით, ბრატჩუკმა ასევე აღნიშნა, რომ ავიამზიდის წყობიდან გამოსაყვანად, მას Harpoon-ის 5 რაკეტა უნდა მოხვდეს, კრეისერის გასანადგურებლად საკმარისია 4 რაკეტა.

„ერთ რაკეტას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს პატარა გემს ან კატერს“,- განაცხადა ბრატჩუკმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share