ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა სევეროდონეცკის აღება გამოაცხადა, რუსეთის ჯარებისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკის“ ძალების სრული კონტროლის ქვეშ.
„სევეროდონეცკი მთლიანად გათავისუფლდა. ქალაქი რუსეთის ჯარების და რესპუბლიკის ძალების კონტროლის ქვეშაა. ნაცისტები დამარცხდნენ. მათი ყველა პოზიცია განადგურდა. ქალაქი გათავისუფლდა. მოსახლეობას შეუძლია, მშვიდად ისუნთქოს. ამიერიდან მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ“, – განაცხადა კადიროვმა.