წალენჯიხაში ტაეკვანდოში ღია პირველობა გაიმართა.
აღმოსავლურ ორთაბრძომაში მონაწილეობა დასავლეთ საქართველოს საუკეთესო 110 სპორტსმენმა მიიღო.
შეჯიბრზე წარმატებით გამოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ტაეკვანდოს ოზურგეთისა და ურეკის სექციის სპორტსმენები.
10 წლის ფრიდონ ჩხარტიშვილმა ( 42 კგ ) III ადგილი აიღო ( ურეკი)
12 წლის ნია გურასაშვილმა ( 42 კგ ) III ადგილი ( ოზურგეთი)
11 წლის ლუკა გურასაშვილმა ( 35 კგ ) III ადგილი ( ოზურგეთი)
ასპარეზობა 16 წლის ჩათვლით, მოზარდებში ჩატარდა.
დასანანი გახლავთ ის, რომ ფინალში გადასასვლელი ორივე ბრძოლა ურეკელმა და ოზურგეთელმა სპორტსმენებმა, გაფრთხილებით წააგეს.
სპორტსმენები შეჯიბრისთვის ირაკლი ტუღუშმა და გიორგი ბერიძემ მოამზადეს.