რუსებმა საკვების არარსებობის გამო ძაღლების ჭამა დაიწყეს

რუსმა დამპყრობლებმა საკვების არარსებობის გამო ძაღლების ჭამა დაიწყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ოკუპანტი, რომელიც ახლა ხერსონის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ყვება, თუ როგორ შეჭამა იორკშირელი ტერიერი.

„მომარაგების პრობლემების გამო რუსმა დამპყრობლებმა კვლავ დაიწყეს ძაღლების ჭამა, ამას მოწმობს რუსი დამპყრობლის მიმოწერა, რომელიც SBU-მ მოიპოვა… დამპყრობლის თქმით, მათ საკვები არ აქვთ, რადგან არ არის ლოჯისტიკა ჯარში და პროდუქციის მიწოდება უბრალოდ შეუძლებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.

newposts.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share