“გვაქვს კონკრეტული ფაქტები, ვინც დადიან ბრიუსელში და აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომ არ უნდა მივიღოთ ეს სტატუსი, ისევე როგორც ხდებოდა ვიზალიბერალიზაციის მიღებისას” – ეს განცხადება ნინო წილოსანს ეკუთვნის, რომელიც აჭარის ტელევიზიის ეთერში, გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე” გააკეთა.
დეპუტატის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” და სხვა მათთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები მავნებლურ განცხადებებს აკეთებს მაშინ, როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრის სტატუსს ელოდება.