ლანჩხუთის მერია 2021 წელს უცნაურად შეხვდება “გავიადინა” ცაში ფეიერვერკის ნაცვლად

მეტად უცნაური გადაწყვეტილება მიიღო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ.

თუ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას დავეყრდნობით (რომელიც სხვათაშორის ოფიციალური დოკუმენტია), ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისმერიამ ერთპირთან ხელშეკრულებით, არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით, პირდაპირი შესყიდვით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ინდ მეწარმე: „ნიკოლოზ ქურიძე” ს საახალწლო ზეიმისათვის ფეიერვერკი შეუკვეთა და შესაბამისი თანხაც გადაურიცხა.

თუმცა თუ ვიმსჯელებთ მიღება ჩაბარების აქტით, რომელსაც აქვე ხელშეკრულების ქვევით გთავაზობთ, ლანჩხუთის მერიას ნიკოლოზ ქურიძემ ფეიერვერკის სანაცვლოდ ქათმის ხორცი, “გავიადინა” და ძეხვეული მიაწოდა.

ლანჩხუთში ფიქრობენ რომ ამ გზით ხელისუფლება ცდილობს ადგილობრივ მოსახლეობას საახალწლოდ მაინც დაანახონ ხორცი და ძეხვი, რომელიც ლანჩხუთლებს ეტყობა ძალიან მოენატრათ.

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულება №287
ქ. ლანჩხუთი 24 დეკემბერი 2020 წელი
ერთის მხრივ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი (შემდგომში ,,შემსყიდველი’’) წარმოდგენილი მერის
ალექსანდრე სარიშვილის სახით,
მისამართი: ქ. ლანჩხუთი, კოსტავას N37
საიდენტიფიკაციო კოდი: 233730139
ტელეფონის ნომერი: 598543888
საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
ანგარიშისნომერი: GE22NB0330100200165022
მეორეს მხრივ, ინდ მეწარმე: „ნიკოლოზ ქურიძე” (შემდგომში „მიმწოდებელი”) წარმოდგენილი
ნიკოლოზ ქურიძის სახით,
მისამართი: ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. N143
საიდენტიფიკაციო კოდი: 26001004838
ტელეფონის ნომერი: 599581755
საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE31BG0000000813712300
ვდებთ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
1.1 ,,ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ (შემდგომში – ,,ხელშეკრულება“) – შემსყიდველსა
და მიმწოდებელს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა
მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით.
1.2 ,,ხელშეკრულების ღირებულება“ – საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა
მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით
შესრულებისათვის.
1.3 ,,დღე“. ,,კვირა“, ,,თვე“-კალენდარული დღე, კვირა, თვე.
1.4 ,,შემსყიდველი“- ორგანიზაცია, რომელიც ახორცილებეს შესყიდვას.
1.5 ,,მიმწოდებელი“ – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;
1.6 ,,მხარე“ – ,,შემსყიდველი“ ან/და ,,მიმწოდებელი“.
1.7 ,,საქონელი“ – ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. ფეთქებადი ნივთიერებები (CPV 24600000)
2.1.1. ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტი განისაზღვრება დანართი #1 – ის შესაბამისად, რომელიც თან
ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
საახალწლო ღონისძიების გასაფორმებლად ფეიერვერკების შეძენა.
საფუძველი: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1 პუნქტის ს¹
ქვეპუნქტი
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 1000 (ერთიათასი) ლარს.
3.2 ხელშეკრულების საერთო ღირებულება მოიცავს ,,მიმწოდებლის“ მიერ ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
4. ანგარიშსწორების ფორმები და ვადები
4.1 ,,მიმწოდებელთან“ ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ
ვალუტაში.
4.2 ანგარიშსწორება იწარმოებს მხარეთა მიერ ,,მიმწოდებლის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულების დამადასტურებელი შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო
ანგარიშფაქტურის საფუძველზე.
4.3 ანგარიშსწორების ვადა: 4.2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10
სამუშაო დღე.
5. მიღება-ჩაბარების წესი
5.1 ,,მიმწოდებლის“ მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად
შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის დღიდან.
5.2 შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უფლებამოსილია ინსპექტირების
ჯგუფი.
5.3 მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული უნდა იყოს:
ა) ,,მიმწოდებლის“ მიერ შესრულებული ვალდებულების აღწერა.
ბ) ,,მიმწოდებლის“ მიერ შესრულებული ვალდებულების ღირებულება;
6. საქონლის მიწოდების ვადა და ადგილი
6.1 საქონლის მიწოდების ადგილად განისაზღვრება ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ. #37.
6.2 საქონლის მიწოდების ვადაა 2020 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.
7. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
7.1 ,,შემსყიდველი“ უფლემაბოსილია:
ა) ნებისმიერ დროს განახორციელოს ,,მიმწოდებლის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და
ხარისხის ინსპექტირება;
ბ) არ ჩაიბაროს რაოდენობრივად, ხარისხობრივად ან უფლებრივად ნაკლული საქონელი.
7.2 შემსყიდველი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ,,მიმწოდებლის“ მხრიდან ხელშეკრულების საგნით ნაკისრი, შესრულებული
ვალდებულების ღირებულების ანაზღაურება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და
პირობების დაცვით;
7.3 მიმწოდებელი უფლებამოსილია
ა) მოსთხოვოს შემსყიდველს ხელშეკრულების საგნით ნაკისრი, შესრულებული, ვალდებულების
ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დაცვით.
7.4 მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) სრულიად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
ბ) იმ შემთხევაში, თუ რომელიმე პარამეტრი არ შეესაბამება ტექნიკური დავალების მოთხოვნებს,
საკუთარი სახსრებით აღმოფხვრას აღმოჩენილი ხარვეზი და წარმოადგინოს სრულყოფილი ვარიანტი.
8. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება
8.1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირებას განახორციელებს
შემსყიდველის შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი.
8.2 ინსპექტირების გამწევის ფუნქციები:
ა) ,,მიმწოდებლის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ხარისხსა და მიწოდების ვადების
ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სათანადო კონტროლისა და
ზედამხედველობის განხორციელება, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.
ბ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ,,მიმწოდებელთან“
ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება.
გ) ,,მიმწოდებლის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი შესრულებული ვალდებულების ნაკლოვანებებს
ინსპექტირების გამწევი აფიქსირებს დასკვნით. დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება ხდება
,,მიმწოდებლის“ მიერ საკუთარი ხარჯებით.
8.3 ,,მიმწოდებლის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას გამოვლენილი
ყველა ხარვეზის ან ნაკლის აღმოფხვრათან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება
,,მიმწოდებელს“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. პირგასამტეხლო ხელშერულების პირობების შეუსრულებლობისათვის
9.1 ,,მიმწოდებლის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების
შემთხვევაში, ,,მიმწოდებელს“ დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე
შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,5% -ის ოდენობით.
9.2 იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს შეუსრულებელი
ვალდებულების ღირებულების ღირებულების 5%-ს, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს
ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის
გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება ან გამოქვითოს ეს თანხა ხელშეკრულების მიხედვით
,,მიმწოდებლისათვის“ გადასახდელი თანხიდან.
9.3 პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
10. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და ხელშეკრულების შეწყვეტა
10.1 ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ
წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
10.2 ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების
შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები
შემსყიდველისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისიწინებული
შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილო წესით.
10.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის
შემთხვევაში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა დაუშვებელია ხელშეკრულების
ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით.
10.4 ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის
შემთხვევაში მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების
შეწყვეტის შესახებ.
10.5 მხარე ვალდებულია 10.4. პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების მიღების განზრახვის
შესახებ არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე წერილობით ან კომუნიკაციის ელექტრონული
საშუალებების გამოყენებით შეატყობინოს მეორე მხარეს.
10.6 ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეწყდეს მხარეთა ინიციატივით, ურთიერთშეთანხმების
საფუძველზე.
11. დაუძლეველი ძალა
11.1 მხარეები თავისფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობით
გაწეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზეგავლენით.
აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი
ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შესახებ.
11.2 თუ ერთ-ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი
ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა აცნობოს მეორე
მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მეორე მხარე
არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან.
11.3 მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება დაუძლეველი ძალის მოქმედების
დასრულებისთანავე.
12. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების
გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი
არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
13. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების დასაწყისში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს
2021 წლის 30 იანვრის ჩათვლით.
14. მხარეთა რეკვიზიტები:
`შემსყიდველი~ `მიმწოდებელი~
Nikoloz Kuridze
Digitally signed by Nikoloz Kuridze
Date: 2020.12.24
12:27:13 +04’00’
დანართი #1
# კოდი დასახელება
განზომ ერთეული რაოდენობა ერთეულის ღირებულება ღირებულება
1 24613200 ფეიერვერკი ცალი 30 30 900
2 24613200 ფეიერვერკი ცალი 2 50 100
სულ 1000
ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ
2020 წლის 24 დეკემბერი
ვადასტურებთ, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-8 მუხლის თანახმად, არ ვიმყოფებით ინტერესთა კონფლიქტში, გამარტივებული
შესყიდვის საშუალებით, აღნიშნული შესყიდვის განხორციელებაში მონაწილე
მიმწოდებელთან.

მიღება- ჩაბარების აქტი
ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, ერთის მხრივ, ლანჩხუთის
მიუნიციპელიტეტი, წარმოდგენილი მერის ალექსანდრე სარიშვილის სახით,
შემდგომი „ შემსყიდველად“ წოდებული და მეორეს მხრივ ი. მ „ნიკოლოზ ქურიძე“
წარმოდგენილი ნიკოლოზ ქურიძის სახით შემდგოში „მიმწოდებლად“ წოდებული ამ
აქტით ვადასტურებთ, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის 2020 წლის 24
დეკემბრის #287 ხელშეკრულების შესაბამისად მიწოდებული იქნა 1000 (ერთი
ათასი) ლარის ღირებულების ქათმის ხორცი, ხორცის კონსერვები, ძეხვეული
პროდუქტები.
საფუძველი: მოწოდებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების
შესყიდვის, ხელშეკრულების შესრულების კონტროლის მიზნით შექმნილი
ინსპექტირების ჯგუფის 2020 წლის 24 დეკემბრის დასკვნა.

ხელს აწერენ ნიკოლოზ ქურიძე და ალეკო სარიშვილი

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share