არც მიშას და არც გვარამიას არ ვთვლი პოლიტიკურ პატიმრად – მეუფე იაკობი

“არც მიშას და არც გვარამიას არ ვთვლი პოლიტიკურ პატიმრად. ხალხი მაგას [ნიკა გვარამია] არ აღიქვამს პოლიტიკურ პატიმრად. დროებით თუ დაისვენებს მაგისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც კარგია”, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„პარტიული ტელევიზია იყო [„მთავარი არხი“] სხვა არაფერი, ის სახელმწიფოს აღმშენებლობას ხელს უშლიდა, რუსულ ნარატივს ატარებდა. რასაც ვუყურებდი, სიტყვით სულ გადატრიალება-გადმოტრიალებაზე იყო საუბარი, არჩევნების შემდეგ რა გააკეთა, ჯერ ხალხი არ შეუშვა პარლამენტში, მერე რომ შეუშვა გამოყვანა მოუნდა. ნიკა გვარამიაზე არ ვარ მაღალი წარმოდგენის. მე ეგ მეგონა და სულ ვაფიქსირებდი, რომ რუსულ საქმეს აკეთებდა. ხალხი მაგას არ აღიქვამს პოლიტიკურ პატიმრად. დროებით თუ დაისვენებს მაგისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც კარგია. სად ჰქონდა მაგდენი ჭკუა რომ გველაპარაკებოდა.

სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხი ძალიან შეიცვალა, ბევრად მეტი აქვს. ნებისმიერი ქვეყანა მითხარი, არავის სასამართლო არ მომწონს ბოლომდე. მიშაზე არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პატიმარია. მიშაზე უნდა ჰკითხოთ უკრაინელებს, რატომ გამოუშვეს. ზელენსკიდან დაწყებული, არ იცოდნენ რატომ მოდიოდა?! რატომ გამოუშვეს, წესიერად შემოსულიყო, მალულად რომ შემოდის. პოროშენკოს ხო ედავებოდნენ, კაცურად ხომ შევიდა – გააჩნია, როგორ შედიხარ ქვეყანაში. დამალვა, მერე ციხეში არ მინდა… მე არავინ არ მინდა ციხეში იყოს… მე ძლიერი საქართველოს მომხრე ვარ და არ ვარ მომხრე ან ბრიუსელიდან იმართებოდეს, ან მოსკოვიდან, ან ვაშინგტონიდან“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share