დეპუტატმა ნინო წილოსანმა პარლამენტში, ოპოზიციას მიმართა და აუხსნა რას ნიშნავს ევროპა. წილოსანმა განაცხადა:
ევროპა ღირებულებებია და არა ღირებულებების ნგრევა, ან შეურაცხყოფა. ევროპა ხალხის და ადამიანების პატივისცემაა და არა ამ ადამიანების ფეხქვეშ გათელვა, რასაც წლები აკეთებდით რომ არ გაგვეჩერებინეთ და ახლაც ნაციონალები იქნებიან ეს, თუ მათთან მიტმასნილი რადიკალები, რაც შეგიძლიათ აზიანებთ ხალხს. რადგან ჩვენთან, როგორც ხალხის არჩეულ ხელისუფლებასთან განუწყვეტელი ბრძოლა და ნაღმების დადება არის პირდაპირ მათი არჩევანის პატივისცემის ნაკლებობა და პირიქით, თუ სისტემატიურად ინსტიტუციებზე, ქვეყნის ინტერესებსა და ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე თავდასხმები თქვენ ქვეყნის პატივისცემა გგონიათ. აშკარად არასწორად გესმით ევროპა და ყოველ ჯერზე, როდესაც ევროპას ახსენებთ, მინდა საზოგადოებას მივანიშნო, რომ თქვენ სხვა განზომილებას გულისხმობთ და არა იმ ღირებულებებსა და ინსტიტუციების პატივისცემას, რომელიც ევროპაშია. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე 10 ათას ერთი საწინააღმდეგო არგუმენტის მოფიქრება და ბოდვა ვერ იქნება ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისთვის ხელშემწყობი საქმე. და როცა საქმეზე ვსაუბრობთ, ალბათ თქვენი საქმე მხოლოდ მიკროფონებთან საუბარია, რადგან რეალური საქმე თქვენგან არც ევროინტეგრაციისას და არც სხვა დემოკრატიის მნიშვნელოვანი მიმართულებებით ჩვენ არ გვინახავს.” თქვა ნინო წილოსანმა