ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის VIII პირველი კლასის მოსწავლე, სესილი თოდრაძემ ესეების კონკურსში წარმატება მოიპოვა.
გარდა იმისა, რომ მოსწავლემ საინტერესო ესე შექმნა, ტექსტს შთამბეჭდავი ნახატიც დაურთო.
ესეების კონკურსი აგრესიის მსხვერპლი უდანაშაულო ბავშვების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლების ეროვნულმა ინსტიტუტმა გამოაცხადა და უკრაინაში რუსული ოკუპაციის მსხვერპლ ბავშვებს მიუძღვნა.
კონკურსის სამ გამარჯვებულს შორის ერთ-ერთი სესილი თოდრაძეა.
“ვულოცავთ სესილის ამ დიდი წარმატებას, ვუსურვებთ ოცნებათა ახდენას და ცხოვრებისეული სირთულეების წარმატებით გადალახვას”,-აღნიშნავენ სკოლაში.