“მიენიჭოს ბიძინა ივანიშვილს ღირსების ორდენი” – “ოცნების” მხარდამჭერებმა მანიფესტი შექმნეს

“მიენიჭოს ბიძინა ივანიშვილს ღირსების ორდენი” – ამ სახელწოდებით მანიფესტი “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა შექმნეს.

საქართველოს  მოსახლეობის უმრავლესობის სახელით, მე ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს! ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენი საუკუნის დიდ ქველმოქმედს, ერისკაცს, ქველმოქმედებაში დახარჯული 3 მილიარდისთვის, კულტურული ძეგლების გადარჩენისთვის, ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის, რეჟიმის შეცვლისთვის, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართველი ხალხის სახელით მიენიჭოს ღირსების ორდენი, ჩვენ გვინდა ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ ამ დიდი ადამიანის წინაშე! ჩვენს სურვილს გიდასტურებთ ხელმოწრებით, – წერია მანიფესტის ტექსტში.

ამ დროისთვის, მანიფესტს ხელს 79 ადამიანი აწერს. საჭიროა სულ 49921 ხელმოწერა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share