“ქართული ოცნების” ლომის წილია იმაში და თუნდაც პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლომის წილია იმაში, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს სწორედაც ევროპულ გზას უჭერს… საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც მხარს გვიჭერს არჩევნებში, ის იგივეა, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოს გაერთიანებასა და დაახლოებას. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ყველა დავარწმუნეთ, რომ ის არაევროპული სტანდარტი, რითიც სადისტური მმართველობა აწარმოა ნაცმოძრაობამ, ეს ის არ არის, რომელიც ევროპულ ღირებულებებს შეესაბამება”
– თქვა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა დეპუტატმა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.