ბიძინა ივანიშვილის ახალი ჰობი – 100 წლოვანი ხეების, პინგვინების, ზებრების და ზვიგენების შემდეგ, ოლიგარქი ფრინველებმა გაიტაცა; ივანიშვილის მშობლიურ სოფელში, სამზადისი ეკატერინე ხვედელიძისთვის ტყის ფართობის გადასაცემად და იქ ხოხბების ფერმის გასაშენებლად უკვე დაწყებულია. 124 ათასი კვადრატული მეტრი ტყის ფართობის მესაკუთრე, მალე სწორედ ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე გახდება, რის შემდეგაც ამ ტყეში, ოლიგარქის სურვილით, ხოხბებს, კაკბებს და გნოლებს გაამრავლებენ; ტყის ჩუქება, ქართულ ოცნებაში უკვე ტრადიციად მკვიდრდება და ათასობით ჰექტარი სახელმწიფო საკუთრება და სიმდიდრე უკვე, ოლიგარქის ან მისი ახლო გარემოცვის და მათი ცოლების ხელშია.
მთავარი არხი