სისხლიანი გარჩევა თბილისში – დიღმის მასივში 10-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს გუშინ, გვიან ღამით დაუპირისპირდა.
დაჭრილია 2 ადამიანი. მათ ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვთ მიყენებული და ახლა საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, მაგრამ ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.