ინცინდენტი დღეს, დაახლოებით 15 საათზე, ოზურგეთის ცენტრში, 9 აპრილის ქუჩაზე, შემოქმედელი მიტროპოლიტის რეზიდენციის წინ მოხდა.
თვითმხილველების თქმით, 60 წლამდე მამაკაცი ნაჯახით საპატრულო ეკიპაჟისაკენ მირბოდა, პატრულმა მანქანის სვლა შეაჩერა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მანქანის წინა ნაწილში ნაჯახი იმდენად ძლიერად ჩაარჭო, რომ შემდგომი მოქმედებისათვის ვეღარ გამოიყენა, რის შემდეგაც ის დააკავეს.
დაკავებულმა ჟურნალისტების დანახვაზე მთავრობის ლანძღვა გინება დაიწყო, თუმცა საპატრულო ეკიპაჟის მანქანაში მყოფს, განცახდებების გაკეთების უფლება პოლიციელებმა არ მისცეს.
ამ დროისათვის უცნობია ინცინდენტის გამომწვევი მიზეზები.