თურქეთიდან საქართველოში მზა ტანსაცმლის ექსპორტი იზრდება

თურქეთიდან საქართველოში მზა ტანსაცმლის ექსპორტი იანვარ-მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30,9 %-ით გაიზარდა და 51,3 მლნ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის სამინისტროში TurkicWorld-ს განუცხადეს.

მარტო მაისში თურქეთიდან საქართველოში მზა ტანსაცმლის ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 12,8%-ით გაიზარდა და 8,5 მლნ დოლარი შეადგინა.

მთლიანობაში თურქეთიდან მზა ტანსაცმლის ექსპორტი იანვარ-მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15,8 %-ით, 8,8 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო მარტო მაისში თურქეთმა 1,3 მლრდ დოლარის ღირებულების მზა ტანსაცმლის ექსპორტი განახორციელა, რაც, გასული წლის მაისთან შედარებით, 3%-ით მეტია.

ბოლო 12 თვის განმავლობაში თურქეთმა მთლიანობაში 21,4 მლრდ დოლარის ღირებულების მზა ტანსაცმელი გაიტანა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share