რუსეთის წყლებში საკონტეინერო გემების საშუალო რაოდენობა, 2021 წლის ნოემბრის პიკთან შედარებით, 60%-ით შემცირდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე უმსხვილესმა ლოგისტიკურმა კორპორაციამ, მათ შორის Maersk-მა, CMA-CGM-მა და Hapag-Lloyd-მა რუსეთთან მუშაობაზე უარი განაცხადეს. მონაცემებს Bloomberg ავრცელებს.
Bloomberg Otkritie ვარაუდობს, რომ აპრილში რუსეთში უცხოური იმპორტის წლიური მაჩვენებელი 80%-ზე მეტად შემცირდებოდა, ანუ იმპორტირებული საქონლის მთლიანი ღირებულება, წინა წლის 27 მლრდ დოლართან შედარებით, სავარაუდოდ, 5 მლრდ დოლარამდე შემცირდა.
ანგარიშის მიხედვით, რუსეთში უცხოური სავაჭრო პარტნიორების მიწოდება 2021 წელს იმპორტის, თითქმის, ნახევარს შეადგენდა, რაც აპრილში, წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 40%-ით შემცირდა. მოსკოვთან ვაჭრობა ჩინეთმაც კი შეამცირა, რომელიც სანქციებს არ შეუერთდა.