პრეზიდენტის საგანგებო განცხადებამდე ერთი საათი რჩება. ორბელიანის სასახლეში მედიის უპრეცენდენტო მობილიზებაა. უცნობია, რა თემასთან დაკავშირებით ისაუბრებს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ევროატლანტიკური კურსის გზაზე არსებულ მძიმე გამოწვევებზე გაამახვილებს ყურადღებას.
ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტისას ხელისუფლება გააკრიტიკა. მეტიც ქვეყნის მთავარსარდალმა ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან ბიძინა ივანიშვილი უარყოფით კონტექსტში პირველად ახსენა.