Colliers Georgia-ს მიერ საცხოვრებელი ბინების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, 2022 წლის მაისში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.
Recov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასული წლის მაისთან შედარებით ტრანზაქციების მაჩვენებელი 70%-ით, 1,436 ერთეულამდე გაიზარდა. ბაზრის ზომა კი 66%-ით 59 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ზღვისპირა ქალაქში ახალაშენებულ ბინებზე ტრანზაქციების რაოდენობა 69%-ით, ძველ ბინებზე კი 74%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
„ბათუმში ტრანზაქციების რაოდენობის მკვეთრი ზრდა ახალაშენებული ბინების ყველა სეგმენტში დაფიქსირდა. ეკონომ სეგმენტის ბინებზე ტრანზაქციების რაოდენობა 63%-ით გაიზარდა, მედიუმ და პრემიუმ ბინებზე კი – 71% და 84%-ით, შესაბამისად ბათუმში 2022 წლის მაისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი უმნიშვნელოდ შემცირდა და კვ.მ-ზე 873 აშშ დოლარი შეადგინა. ძველ ბინების შემთხვევაში კი 9.7%-იანი კლება დაფიქსირდა და მაჩვენებელი 621 აშშ დოლარს გაუტოლდა“, – აღნიშნულია საცხოვრებელი ბინების განახლებულ მიმოხილვაში.