ცნობილი საზოგადო მოღვაწე აპოლონ წულაძე წერდა: ,,ბედაური მათრახს არ დაირტყამსო” და გურულიც ბედაურობას ცდილობდა, მათრახს გაურბოდა. მათრახდარტყმულს, ,,გაროზგილს”, პანღურნაკრავს თვალი არ ,,გაეჭყვირებოდა”, თავს შეაკლავდა, თუ ამ განსაცდელს ვერ აიშორებდა… გურულის ამაყობა, გურულის სიცოცხლე, თოფის წამალივით აფეთქება, მისი ,,უცფათ გაკუჭება” ანეგდოტათ იყო გავრცელებული… გურულს ახირებულათ ,,ღვთის წყალობასაც” ვერ შეკადრებდნენ. ვინც გურულის ამბავი იცოდა, მისი დიდი შისი და რიდიც ჰქონდა. ტყუილად და უმიზეზოთ კი არ იტყოდენ ,,გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდაო… ,,არავისთვის გასაკვირი არ იქნება, – აგრძელებს წულაძე, რომ გურული გლეხი რაღაც თავისებურია, ორიგინალურია, მასში ჯანყის და პროტესტის სულია, ის მასზედ ძლიერის მუდამ წინააღმდეგია”.
ირაკლი მახარაძე