“საქართველომ მერამდენედ უნდა დაკარგოს ისტორიული შანსი და რამდენჯერ უნდა დავიწყოთ თავიდან? ბევრი დროა? დაინგრა საქართველო, ცოტა ხანში ჩვენი ხსენებაც კი არ იქნება არსად”, – ასე ეხმაურება სოფო ჭყონია ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებენ, საქართველო კი, ევროპულ პერსპექტივას.
“ვიქნებით ერთი რიგითი, ღარიბი, მათხოვარი რუსეთის გუბერნია, რომელსაც მართავს მათ მიერ დასმული ოლიგარქი! სადაც ადამიანის უფლებები არაფერი არ იქნება, სადაც კულტურა ფეხქვეშ გათელილი და წაშლილი იქნება, სადაც განსხვავებული ვარცხნილობისთვისაც კი ქუჩაში მოგკლავენ, ციხეში ჩაგსვამენ აბსურდული ბრალდებით რადგან ეს ვიღაცას ასე უნდა, გამოგირთავენ ყველა განსხვავებული აზრის მქონე მედიას და გაცხოვრებენ ტყუილში, არ გექნება შანსი ღირსეული განათლების და ნორმალური სიბერის, და კიდევ ბევრი “სიკეთეა”რასაც რუსეთი მოგიტანს! დავძლიოთ ყველამ შიში, გვინდა ვიყოთ ევროპელები არა, თავისუფალი ქართველები, ძლიერი სახელმწიფო ? ამისთვის ბრძოლაა საჭირო თითოეული ადამიანის ამ ქვეყანაში! ჩვენი მომავალი არავინ არ უნდა გადაწყვიტოს!
24 ივნისი 20:00”, – წერს სოფო ჭყონია.