უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თვითგანადგურების რეჟიმზეა გადასული.
როგორც კობახიძე ამბობს, პარტიაში არიან ისეთი ადმიანებიც რომლეიც ანტიდასავლურ ინტერესებს ღიად არ გამოხატავენ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის აშკარად რადიკალური ფრთა და ანტიდასავლური ფრთა. ესენი არიან სააკაშვილი-გვარამიას ფრთა და იგივეა ნიკა მელიაც, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან დასავლურ ინსტიტუტებს და მათ წარმომადგებლებს. ანუ, იქაც არის გარკვეული ფრთა, რომელიც ღიად ანტიდასავლურია, თუმცა„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არიან ადამიანები, ვინც არ არიან ღიად ანტიდასავლური და არც ანტიდასავლური. თქვენც ხომ იცით, ვინ უპირისპირდება ღიად დასავლურ ინსტიტუტებს და ვინ არა? გვარამია, სააკაშვილი და მელია ელჩებს ღიად დაუპირისპრიდნენ, ისინი ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსები არიან. დანარჩენში არიან ისეთ პოლიტიკოსები, რომლებიც ემიჯნებიან ასეთ შეტევას დასავლურ ინსტიტუტებზე და პოლიტიკოსებზე.
დღეს უკვე ვიხილეთ სისრულეში მოყვანილი ერთ-ერთი პარტიის თვითგანადგურების დასრულება. რეალურად, „პატრიოტთა ალიანსმა“ საკუთარი თავი გაინადგურა იმით, რაც გუშინ გააკეთა, როცა საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. ეს პროცესი ახლა გრძელდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და იმედი გვაქვს, რომ თვითგანადგურების პროცესი წარმატებით დასრულდება. „ევროპული საქართველო“ ისედაც განადგურებულია. ეს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესია და საბოლოო ჯამში, ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი უნდა ვიხილოთ“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.