“გირჩი მეტი თავისუფლების” აქცია-პერფორმანსი სუსთან. პარტიის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კრივის ხელთათმანებით მივიდნენ და დღეს მომხდარი არაერთი ძალადობრივი ფაქტი, რომლის მიღმაც ყოველ ჯერზე მმართველი პარტია იდგა, ამ გზით გააპროტესტეს.
”მთელი დღეა, დღეს “ქართული ოცნება” გვირტყამს, გვცემს და ჩვენზე ძალადობს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი გადავთარგმნოთ სპორტში. თუ ეს ჰგონიათ პოლიტიკა, მაშინ მოვიდნენ და წესების დაცვით ვეჩხუბოთ ერთმანეთს, და თუ ეს არ ჰგონიათ პოლიტიკა, მაშინ აგვიხსნან რატომ აკეთებენ ამას. დღეს უკვე სტუდენტებს, აქტივისტებს სცემეს, ტვ პირველის მფლობელს დაარტყეს ხელი და აქედან გამომდინარე, ამ ქვეყანაში ცხოვრება უკვე ხდება შეუძლებელი. თუ ეს არის პოლიტიკა მაშინ შევერკინოთ ერთმანეთს და გადავწყვიტოთ როგორც წესია ისე. თუ არადა მოვიდნენ და აგვიხსნან, რატომ იქცევიან ასე ცხოველებივით – ამბობს პარტიის წევრი ბორის ჩელე ყურუა