”მინდა, ყველა იმ ადამიანს ვუთხრა, რისთვისაც აწუხებენ, კარზე უკაკუნებენ, სოფელში აკითხავენ და ატყუებენ, ჩამოდი და ეს ევროპისაკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერის აქციაა, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე. ნურავის გამოაყენებინებთ თავს შავბნელი მიზნებისთვის…
3 ივლისს რაც არ უნდა გამოვიდნენ ხელმოცარული პოეტები, ასე ვთქვათ, წინა ხელისუფლების ნომენკლატურა იყვნენ, ხელმოცარული მხატვრები, გაპოლიტიკოსებული შემოქმედი ადამიანები, ვითომ პოლიტიკოსები, რომლებმაც ვერ გაიგეს, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ და იყვირონ ან იმღერონ, რასაკვირველია, ეს შედეგს ვერ მოიტანს”.
– ამის შესახებ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი TV იმედის ეთერში ამბობს.