ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცმა ყოფილი მეუღლე ცოტა ხნის წინ მოკლა. მკვლელობის ახალ დეტალებზე ინფორმაციას ლევან ჭელიძე ავრცელებს.
“მოკლულია ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ თავისა და ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით.
– ძლიერი ხმაური შემოგვესმა ეზოში, ავედით, კარი ძალით შევაღეთ და ოთახში სისხლის გუბე იდგა, გვამს რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა თავისა და ყელის არეში, ფაქტიურად ყელი გამოჩეხილი ჰქონდა. მკვლელი ეცადა გაქცევას, თუმცა კარი გადავუკეტეთ და არ მივეცით საშუალება გაქცეულიყო. ამ დროს პოლიციაც მოვიდა ”
– დღეს ყოფილა მოსული, ბავშვი წაუყვანია, თავის დასთან დაუტოვებია და მერე მობრუნებულა უკან, რის შემდეგაც ბინიდან ისმოდა ყვირილი. ავიდნენ მეზობლები და დახვდათ მოკლული ახალგაზრდა ქალი ” – აცხადებს მეზობელი.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით”, – წერს ჭელიძე ფეეისბუქზე.