”მალე დაიწყება ოპოზიციური ტელეარხების დახურვის პროცესი და ბოლოს განსხვავებული აზრის მქონე პირების ციხეში გაშვება”

გუშინდელი აქციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, კახა ასკურავა და წერს:

”დღეს, რუსულმა ოცნებამ,პროდასავლური ენჯეო სექტორის დისკრედიტაცია დაიწყო. წმინდა წყლის რუსული მეთოდები.პოლიტიკური პარტიების დაკომპლექსება და ხალხსა და მათ შორის დიდი ყრუ კედლის აღმართვა ისე მოახერხა, რომ საპროტესტო აქციებზე, მიკროფონთან მისვლის კომპლექსი გაუჩინა.

დღეს ენჯეოებს მიდგნენ და სულ ტალახში სვრიან.

ძალიან მალე დადგება დღის წესრიგში, ოპოზიციური ტელეარხების დახურვის პროცესი და ბოლოს განსხვავებული აზრის მქონე პირების ციხეში გაშვება სხვადასხვა შეთითხნილი ბრალდებებით და საბოლოოდ გაფორმდება ბელორუსია და პუტინის რუსეთი.აპოკალიფს არ ვსახავ,ეს მწარე რეალობაა!” – წერს ასკურავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share