რატომ უთხრა უარი ოზურგეთელ ინდმეწარმეს ბათუმის მერიამ ქუჩის ძაღლების მოვლაზე უარი

წყარო-https://batumelebi.netgazeti.ge

„რა მნიშვნელობა აქვს ბათუმის მერიისთვის ცხოველთა ლეში ბათუმიდან მანქანით ოზურგეთის გავლით გაივლის თუ სხვა გზით, ეს ჩვენთვის გაუგებარია“, – წერს ინდმეწარმე გელა ნაცვლიშვილი დავების საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში. გელა ნაცვლიშვილი ბათუმის მერიას ქუჩის ცხოველების მოვლაზე გამოცხადებული ტენდერის გამო უჩივის დავების საბჭოში. სატენდერო თანხა 351 680 ლარია.

„ჩვენ სრულყოფილად წარვადგინეთ ის დოკუმენტაცია, რაც იქნა მოთხოვნილი და სრულად ვაკმაყოფილებთ სატენდერო პირობებს, გაგვაჩნია ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ზოოვეტერინარული კლინიკა, რაც იქნა მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაციით, ასევე წარვადგინეთ დოკუმენტი თავშესაფარის [ვოლიერების და დამატებით მეორე ვეტერინარული კლინიკის] შესახებ, რომელიც გაგვაჩნია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სატენდერო დოკუმენტაციით არ იყო მოთხოვნილი, რომ ვოლიერებიც ბათუმის ტერიტორიაზე უნდა გვქონოდა. მიუხედავად ამისა, სატენდერო კომისიამ მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება და მოგვენიჭა დისკვალიფიკაცია, განმარტა, რომ თითქოსდა ბათუმში ვერ შევძლებდით ამ მომსახურების გაწევას“, – აღნიშნულია გელა ნაცვლიშვილის საჩივარში, რომლითაც მან დავების განხილვის საბჭოს მიმართა.

გელა ნაცვლიშვილის საჩივარის მიხედვით, მან წარადგინა იმის დოკუმენტაცია, რომ შეეძლო „ლეშის გადატანა“ ბათუმიდან ოზურგეთში, საიდანაც ლეშს და სხვა ნარჩენებს გაიტანდა შესაბამისი კომპანია, რომელსაც აქვს სახიფათო ნარჩენების კრემაციის [ინსინერაციის] უფლება: „ამასთან, ჩვენ წარვადგინეთ ტენდერით მოთხოვნილი დოკუმენტები, რომ ცხოველების გადაყვანას მოვახდენდით ჯერ ბათუმში არსებულ კლინიკაში, შემდგომ პოსტოპერაციულად ოზურგეთში და მერე უკანვე დავაბრუნებდით ბათუმში“.

„სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება – ჩვენს მიმართ ის მოთხოვნა, რომ თითქოსდა ვოლიერებიც ბათუმის ტერიტორიაზე უნდა გვქონდეს, არის დისკრიმინაციული; ვინაიდან ასეთი კომპანია, რომელსაც ბათუმში აქვს ვოლიერები ერთადერთია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მიმართ ხორციელდება დისკრიმინაციული და უსამართლო მიდგომა“, – აღნიშნულია საჩივარში.

ვოლიერები ოზურგეთში / ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

ნდმეწარმე დავების განხილვის საბჭოსგან ითხოვს გაუქმდეს ბათუმის მერიის სატენდერო კომისიიის გადაწყვეტილება, „რომლითაც მოგვენიჭა დისკვალიფიკაცია, მიღებულ იქნეს ახალი სამართლიანი გადაწყვეტილება, გამარჯვებულად იქნეს გამოვლენილი გელა ნაცვლიშვილი და მოწვეულ იქნეს ხელშერკულების გასაფორმებლად, ვინაიდან სრულყოფილად ვაკმაყოფილებთ იმ მოთხოვნებს, რაც იქნა დადგენილი სატენდერო დოკუმენტაციით და კანონმდებლობით“.-– წერს  ოზურგეთელი ინდმეწარმე გელა ნაცვლიშვილი

https://batumelebi.netgazeti.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share