„ელჩი დეგნანი ბიძინას ომში ჩათრევას ცდილობდა და ბიძინა უძალიანდებოდა – არა, არა, არავითარ შემთხვევაშიო“ – ირაკლი აბსანძე

ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“დღის ბოლოსკენ რომ შევაჯამოთ:

ელჩმა დეგნანმა ივანიშვილს შეხვედრა თხოვა. ჩავთვალოთ, რომ ის შეხვედრაზე სასაუბრო თემის წინასწარ შეუთანხმებლად დათანხმდა.

მივიდა მერე ეს თვალწარმტაცი ქალი შეხვედრაზე. 3 საათი ილაპარაკეს. ელჩი დეგნანი ბიძინას ომში ჩათრევას ცდილობდა და ბიძინა უძალიანდებოდა – არა, არა, არავითარ შემთხვევაშიო.

ეს გვითხრეს დღეს, ხომ?” – წერს აბსნაძე.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ წერილში განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა და 3 საათის განმავლობაში ისაუბრეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share