აშშ-ში ტყის ხანძრებს გადარჩენილი ლეკვი ფოტოგრაფმა იპოვა და პატრონს დაუბრუნა (ვიდეო)

კალიფორნიისა და ორეგონის საზღვართან გაჩენილი ტყის ხანძრის შემდეგ, ადგილზე მისულმა ფოტოჟურნალისტმა ლეკვი იპოვა, რომელიც ცეცხლის ნანგრევებში იმალებოდა. ამის შესახებ CNN წერს.

ჯონათან რივასმა თქვა, რომ იგი შაბათს დილით მივიდა მდინარე კლამათის თემში, ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე საათში, სადაც დიდი ზიანი მიადგა ტერიტორიას, ხეები და სახლები დაიწვა. რივასმა თქვა, რომ ერთი უბნის გადაღებას ამთავრებდა, როცა ხმა გაიგონა.

დამწვარი ნარჩენებიდან მისკენ ლეკვი გამოიქცა, რომელიც სულ მარტო იყო. ვიდეოში ფოტოგრაფი ამბობს, რომ იგი ისე ესაუბრებოდა გადარჩენილ ლეკვს, როგორც თავის ძაღლს. მან ლეკვი ტერიტორიიდან წამოიყვანა, შემდეგ მისი პატრონი იპოვა და დაუბრუნა მას ლეკვი. რივასის თქმით, ლეკვი ახლა ერთადერთი რამ არის, რაც მის პატრონს გააჩნია, ვინაიდან ხანძრების შედეგად ყველაფერი დაკარგა.

https://ipress.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share