როგორც “გურიის მოამბესათვის” ხდება ცნობილი, ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ერთ-ერთ თანამშრომელს, რომლის ვინაობასაც “გურიის მოამბე” შეგნებულად არ ასახელებს, შსს არასრულწლოვნის სექსუალურ შევიწროებაში ედავება.
როგორც ირკვევა, ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელი, სოციალური ქსელის გამოყენებით, მიზანმიმართულად წერდა ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტის შვილს, რომელიც არასრულწლოვანია, და მას სხვადასხვა სახის სექსუალური ფოტოების გადმოგზავნას სთხოვდა.
გავრცელებული, მაგრამ გადაუმოწმებელი ინფორმაციით, შშს-ს წარმომადგენლებმა ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელი გამოკითხვის მიზნით თბილისში გადაიყვანეს.
ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების პრეს-სამსახურის უფროსი, ნინო ვაშალომიძე, მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.“გურიის მოამბე” ეცდება ამ საქმესთან დაკავშირებით მეტი დეტალის მოპოვებას.