ოპოზიციამ რუსეთ საქართველოს ომის დროს დაღუპული გმირები გაიხსენა

14 წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ საქართველოს აგვისტოს ომიდან.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსული საოკუპაციო ჯარები შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და მოახდინა ქვეყნის ნაწილის, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპაცია და ანექსია.

გურიიდან ომში 9 ჯარისკაცი დაიღუპა.

სამი ოზურგეთიდან, სამი ჩოხატაურიდან და სამი ლანჩხუთიდან.

დღეს მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს დაღუპული გმირების საფლავები.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა, პირველ რიგში, საქართველოს გმირის, აგვისტოს ომამდე რამდენიმე წლით ადრე, ცხინვალის რეგიონში გმირულად დაღუპული, ოზურგეთელი, ზაზა დამენიას საფლავი მოინახულეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირის ხსოვნას.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share