სადღაც ვნახე, სასაცილოზე მეტად საინტერესოა ჩემი აზრით გურული მონადირე – ყველაზე დუუნდობელი, საშიში და უსასტიკესი მონადირეა მთელს დუნიაზე, აქვს ორლელიანი თოფი, გუუფორმებელი ბაბუამისის ნაქონი ზაუერ ტრი კალცა, ბაბუამისს მაი თოფი თურმე ნემენცი გენერალიზა ხელდახელ წუურთმოვია!
– ყავს გუურკვეველი ჯიშის აჯირგალი ძაღლი, რომელიც ნაღდი სეტერი კია მარა რათ გინდა ტბიდან იხვი არ გამოყავს, რეიზა? რეიზა და იმიზა რომე გუშხამდელ ჭადზე და კიტრის ნათალაზეა გაზდილი!
– ნადირობიდან ხელცარიელი, მთვრალი და ტალახში ამოქვანქლული იმიზა დაბრუნდა, რომ წასვლისას ცოლმა იმფერი დაწყევლა ნანადირევი, რომ ვერ მეიტანა მაი კი არა საკვირველი იია საერთოდ რაფერ დაბრუნდა სახლში!
კახა ჩავლეშვილი