+34, +39 | ამინდი 19 აგვისტომდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის.

“19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა ( 34, 39 გრადუსი). 15 აგვისტოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად ზოგან ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის”, – ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share