გემზე და შემოტანილ ტვირთზე სანქციები არ ვრცელდება – შემოსავლების სამსახური ბათუმის პორტზე

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 11-15 აგვისტოს, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში რუსეთის ფედერაციისა და ბულგარეთის რესპუბლიკის პორტებიდან შემოვიდა, როგორც რუსეთის, ასევე, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემები.

უწყების ცნობით, გემები დატვირთული იყო რუსული და ბულგარული კომპანიებიდან, როგორც ქართული, ასევე, სომხური კომპანიებისთვის. მათ ხორბალი და ბენზინი შემოიტანეს.

შემოსავლების სამსახური ამბობს, რომ გემებზე, გემების მფლობელ კომპანიებზე და შემოსულ ტვირთებზე საქნციები არ ვრცელდება.

“აღნიშნული გემები დატვირთული იყო რუსული და ბულგარული კომპანიებიდან, როგორც ქართული (დიზელი 6 270,095 ტონა და ხორბალი 2 900 ტონა), ასევე სომხური (ბენზინი 5 000,306 ტონა და ხორბალი 3 299,100 ტონა ) კომპანიებისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი ტვირთით.

თანმხლები დოკუმენტების მიხედვით ზემოაღნიშნული ხორბალი არის რუსული წარმოშობის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემებსა და გემების მფლობელ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები არც შემოსულ ტვირთებზე ვრცელდება. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით”, – წერია განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ზემოაღნიშნული ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share