ენტონ ფაუჩი თანამდებობას ტოვებს – რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება 81 წლის ამერიკელმა მაღალჩინოსანმა

ენტონი ფაუჩი აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

81 წლის გაუჩის განცხადებით, ის დეკემბერში ასევე დატოვებს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ინსტიტუტის იმუნორეგულაციური ლაბორატორიის ხელმძღვანელის და ასევე, მედიცინის საკითხებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი მრჩევლის თანამდებობას.

როგორც ფაუჩიმ განმარტა, ის პენსიაზე არ გადის და სურს საკუთარი კარიერის შემდეგ ეტაპზე გადავიდეს.

ფაუჩის თანამდებობიდან წასვლის განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. ჯო ბაიდენმა შეაქო ფაუჩის მუშაობა და აღნიშნა მისი ურყევი ერთგულება სამუშაოსადმი, ისევე, როგორც მისი შეუდარებელი შემართება, ენერგია და მეცნიერული პატიოსნება.

ენტონი ფაუჩი აშშ-ის 7 პრეზიდენტის მმართველობის განმავლობაში მუშაობდა და ფედერალურ სამსახურში 50-ზე მეტი წელი გაატარა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share