“ქართული ოცნების” ახალი რეკორდი – ხელისუფლებამ მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ 4 თვეში შტატგარეშე თანამშრომლებისთვის ბიუჯეტიდან 195 მილიონი ლარი გამოყო. ეს მაჩვენებლი წინა წელთან შედარებით 42 მილიონით მეტია.
ვინ არიან ეს ადამიანები, სად არიან დასაქმებული და რაში იღებენ ხელფასს – ეს ინფორმაცია არსად იძებნება, ამიტომ ექსპერტებსა და ხელისუფლების ოპონენტებს აქვთ ეჭვი, რომ ქართულ ოცნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულს საკუთარ პარტაქტივს აძლევს.
ჩვენს ქვეყანაში მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარებაა, თუმცა რიგითი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ქვეყნის ხელისუფლება არ ფიქრობს.
მთავარი არხი