“დარწმუნებული ვარ, რომ უცხოელი ექსპერტებისგან წარმოდგენილი იქნება ობიექტური დასკვნა, რომლის საფუძველზეც ჩვენი მოსამართლეები მიიღებენ გადაწყვეტილებას“-გიული ალასანია

„დარწმუნებული ვარ, რომ უცხოელი ექსპერტებისგან წარმოდგენილი იქნება ობიექტური დასკვნა, რომლის საფუძველზეც ჩვენი მოსამართლეები მიიღებენ გადაწყვეტილებას“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედის“ კლინიკაში მისვლის შემდეგ განაცხადა.

ალასანიას თქმით, დაავადებები, რომელიც მას აქვს, ისეთი სირთულისაა, რომ აქ რთულია მისი განკურნება.

„ერთ-ერთი მათგანი, ორთოპედი, ნობელის პრემიის ლაურეატია, მას მიაჩნია, რომ ჩემი შვილი არის მისი კოლეგა. მოგეხსენებათ, ჩემი შვილიც ნობელის პრემიაზე ჰილარი კლინტონმა და ჯონ მაკკეინმა წარადგინეს, ამიტომ კოლეგას ეძახის. იციან მისი ბიოგრაფია და განსაკუთრებული ინტერესი აქვთ, რომ ყველაფერი გაკეთდეს ისე, როგორც საჭიროა.

ჩემი მოლოდინია, რომ ეს დასკვნა იქნება შესაბამისი იმისა, როგორიც გვქონდა ქართველი ექიმებისგან. დაავადებები, რომელიც მას აქვს, ისეთი სირთულისაა, რომ აქ რთულია მისი განკურნება. ამიტომ, მათი მოსაზრებაც არის, რომ სხვა საქმეები უნდა გადაიდოს და მიეცეს ინტერვალი ადამიანს, რომ მიხედოს თავის ჯანმრთელობას“, – განაცხადა  ალასანიამ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share