ოზურგეთის სინამდვილეში შედეგები ისეთი საამაყოა, ისეთი….
360 სტუდენტია!
მათ შორის 49 სტუდენტი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
7 – 100%
10 – 70%
32 – 50%
გილოცავთ დიდი სიყვარულით!
ისინი ჩვენი უმაგრესი მასწავლებლების უმაგრესი მოსწავლეები, მათი მშობლების საამაყო შვილები არიან
ეს ბავშვები ჩვენი ქვეყნის მომავალი – ღირსეული თაობაა…
მუდმივად, ყოველ ამ დროს, მესმის პოლემიკა – ვისი ,,ბრალია“ ეს შედეგები – აბიტურიენტის, სკოლის, მასწავლებლის, რეპეტიტორის… და ღირს კი ამხელა წარმატების და აღიარების გადაფარვა მსგავსი მსჯელობებით? ერთი უდაოა – ბავშვები არიან გენიალურები და ასეთივე გენიალური პედაგოგები ასწავლიან და ამზადებენ მათ
ეს ხომ ოზურგეთის სინამდვილეა – გყავდეს მასწავლებელი, რომელიც ასე ასწავლის და გყავდეს მოსწავლე, რომელიც ასე სწავლობს – ეს, სხვათუარაფერი, უბრალოდ საამაყოა! თავი ავწიოთ და მივულოცოთ ღირსეულებს!
ამასთან, არ დაგვავიწყდეს – ე.წ. ,,რეპეტიტორიც“ მასწავლებელია თანაც, ჩვენს სინამდვილეში, ამ ,,რეპეტიტორების“ 99,9 % სკოლის მასწავლებელია რატომ სჭირდებათ ან სჭირდებათ თუ არა ე.წ. ,,რეპეტიტორები“ ბავშვებს – ეს ცალკე მსჯელობის საგანია და ამ მსჯელობას ცალკე გავხსნი, ახლა არა..
ახლა წარმატების აღიარების, მილოცვის, სიყვარულის მიგების დღეა…
კიდევ ერთხელ გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ
წერს ოზურგეთის რესურსცენტრის უფროსი, ლელა იმედაშვილი