არ დაავიწყდეს, ვის მიერაა არჩეული – გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტზე

არ დაავიწყდეს, ვის მიერაა არჩეული – ,,ოცნებიდან” ფორმალურად წასული ოთხეული პრეზიდენტს ემუქრება. ანტიამერიკული კამპანიის ავტორები შეჩერებას არ აპირებენ. ,,ამბოხებული” დეპუტატები ამბობენ, რომ მათი მიზანი კითხვებზე პასუხის მიღებაა და არა დასავლეთზე თავდასხმა. საპასუხოდ აკრიტიკებენ პრეზიდენტს და კონსტიტუციის არცოდნაში ადანაშაულებენ.

პრეზიდენტის გამოსვლა, რბილად რომ შევაფასოთ, სამართლებრივადაც და ადამიანურადაც, იყო აბსოლუტურად მიუღებელი. 

სამართლებრივად იმიტომ, რომ პრეზიდენტმა დღემდე ვერ ისწავლა კონსტიტუციაში მისი ფუნქციები, რაღაც როლის აღება უნდა, ზოგადად, ეს კარგია, თუმცა, ვერ ახერხებს საყოველთაო შერიგების სათავეში იყოს, ეს არ გამოდის.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ომი საქართველოში არავის უნდა. ეს არის შეურაცხყოფა საზოგადოების.

არ დაავიწყდეს, ვის მიერ არის არჩეული, რა თქმა უნდა, თავის დროზე გადავდგით ეს ნაბიჯი, რომ დამოუკიდებელ აგენტს დავუჭირეთ მხარი და ვუთხარით, რომ ეს არის ზეპარტიული თანამდებობა, თუმცა, სამწუხაროდ, მან ეს ფუნქციაც ვერ შეითავსა – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share