„არ ვართ იმ რეალობაში, რომ ვინმემ თავში წამოგვარტყას, ქართველი ხალხის ნებას პატივი არ სცეს და ასე აბუჩად აიგდოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები” – ასე საუბრობს “ქართული ოცნების” წევრი ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტარებზე “პალიტრანიუსის” ეთერშო.
ვიოლა ფონ კრამონის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომელი დემოკრატიული ქვეყნის იმიჯში ჯდება ან რომელ სტანდარტში? რომელი სამართლებრივი ნორმით რეგულირდება ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეა, პირდაპირ ერევა ქვეყნის შიდა საქმეში და არამც თუ რეკომენდაციის თვალსაზრისით. როდესაც საუბარი არის რეკომედაციაზე, რეკომენდაცია შეიძლება გაიცეს და გაცემული არის, მაგრამ… ჩარევა არის, როდესაც პირდაპირ იძახის, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ თურმე ხელისუფლება მიიტაცა. როგორ გეკადრებათ?! ქართველმა ხალხმა მიიტაცა ხელისუფლება?
როდესაც საუბარი არის, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან უნდა წავიდეს, იმიტომ, რომ უკაცრავად და ფონ კრამონს არ მოსწონს ეს, როგორიც არის უამრავი ქველმოქმედება და საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა, ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდი ბოდიში მეგობრებო, მაგრამ… ნახეთ, ერთი, მისი რომელი განცხადება ჯდება პოლიტიკოსის სტანდარტში. კრიტიკული არის ერთი, ჩვენ კრიტიკასთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენ კრიტიკასთან რაიმე პრობლემა გვქონდეს. პირიქით, დღეს რომ ეს არის და ჩვენ კრიტიკასთან გვაქვს მიმღებლობა, ხედავთ ამას, დღევანდელი რეალობა არის…
ევროპარლამენტარების, მათ შორის, ქალბატონი კრამონის განცხადება, მათ შორის, ბატონ კობახიძესთან მიმართებაში, ასევე, ბატონი კუბილიუსის განცხადებები… მეგობრებო, არ უნდა შეგვეშალოს ერთი რამ, რომ ჩვენ არ ვართ იმ რეალობაში, რომ ვინმემ თავში წამოგვარტყას, ქართველი ხალხის ნებას პატივი არ სცეს და ასე აბუჩად აიგდოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენს ბატონი კობახიძე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი. ეს მოსწონს ბატონ კუბილიუსს და ან ვინმე სხვას, ეს არის აბსოლუტურად მეათეხარისხოვანი, – თქვა მან.